“დემოკრატიის მცველები” ქობულეთში, ადგილობრივ სამოქალაქო აქტივისტებს შევუერთდით, რათა ერთობლივად გაგვეპროტესტებინა რუსეთის ფილიალის (ე.წ კონსერვატიული მოძრაობის ანუ იმავე ალტ-ინფოს) ოფისის გახსნა და რუსული ძალის გავლენის გაფართოება საქართველოში. Ჩვენი არაძალადობრივი მარში ე.წ. კონსერვატიული მოძრაობის ოფისთან დასრულდა საქართველოს, უკრაინისა და ეროკავშირის ჰიმნებით.
შეგახსნებთ, რომ 22 მარტს, ქობულეთში მშვიდობიანმა აქტივისტებმა ე.წ. კონსერვატიული მოძრაობის ოფისთან უკრაინის სოლიდარობის აქცია გამართეს, სადაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ რეგიონებიდან წინასწარ მობილიზებული “ალტ-ინფოს” მოძალადეთა რაზმი. შედეგად ოთხმა მშვიდობიანმა აქტივისტმა სხეულის დაზიანება მიიღო, ხოლო ერთი კლინიკაში იქნა გადაყვანილი. ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ ვერ შეძლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა დაცვა.
コメント