top of page

საარჩევნო დარღვევებისა და განხილული საჩივრების შესახებ

სადამკვირვებლო მისიის  “ჩემი ხმა” დამკვირვებლები კენჭისყრის დღეს 1131 საარჩევნო უბანს  მუდმივად, ხოლო ასობით უბანს მობილური ჯგუფის მეშვეობით აკვირდენოდნენ.

 

სადამკვირვებლო მისიამ დაასრულა დაკვირვების ქვეშ მყოფი უბნებიდან მიღებული ინფორმაციის საბოლოო და ყოვლისმომცველი ანალიზი. შედეგად, დადგინდა, რომ, დაკვირვების ქვეშ მყოფი 1131 უბნიდან:


  • დამკვირვებელს ხელი შეშალა დაკვირვებაში - 160 საარჩევნო უბანზე; 

  • მარკირება არ შემოწმებულა  - 191 საარჩევნო უბანზე;

  • მარკირება არ კეთდებოდა - 153 საარჩევნო უბანზე;

  • ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა - 365 უბანზე;

  • ფიზიკური დაპირისპირება/ძალადობა/ზეწოლა  დაფიქსირდა - 85 უბანზე

  • არაუფლებამოსილი პირები უბანზე ან უბნის მიმდებარედ იმყოფებოდნენ - 259 საარჩევნო უბანზე.

 

ამასთანავე, მონაცემთა ანალიზის საფუძველზე იდენტიფიცირებულია 196 უბანი, ანუ ჩვენ მიერ დაკვირვებული უბნების 17%, სადაც დარღვევებს ჰქონდა განმეორებითი, განგრძობითი და რიგ შემთხვევაში სისტემური ხასიათი. 

 

ამასთან, სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ მრავალ პრობლემატურ  უბანზე დამკვირვებლებმა ვერ შეძლეს მთელი დღის განმავლობაში დაკვირვება, ვინაიდან საარჩევნო ადმინისტრაცია და უბანზე მობილიზებული არაუფლებამოსილი პირები მათ ძალის გამოყენებით უკანონოდ აძევებდნენ.

 

სადამკვირვებლო კოალიციამ „ჩემი ხმა“ 29 საარჩევნო ოლქში წარადგინა საჩივრები 246 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის მოთხოვნით, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს 417 305 მოქალაქეს.


გუშინ საოლქო საარჩევნო კომისიებმა უბნების ბათილობის მოთხოვნით წარდგენილი არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა. სადამკვირვებლო მისია საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებებს სასამართლოებში გაასაჩივრებს.


Comments


bottom of page