top of page

ხელისუფლება გამოხატვის თავისუფლების დაცვაზე უარს ამბობს


დღეს „თბილისი პრაიდის“ ფესტივალზე განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს, შეაკავოს და გაუმკლავდეს მცირერიცხოვანი მოძალადე ჯგუფების აგრესიას. რამდენიმე თვით ადრე დაგეგმილი, სახელმწიფო უწყებებთან შეთანხმებული, მშვიდობიანი შეკრების ჩაშლა ხელისუფლების მორიგი მარცხია.


შინაგან საქმეთა სამინისტრო თვეების განმავლობაში ჰპირდებოდა „თბილისი პრაიდს“, სხვადასხვა ორგანიზაციებს, სახალხო დამცველსა და უცხოელ პარტნიორებს, რომ ისინი დაიცავდნენ მშვიდობიანად შეკრებილი ადამიანების უსაფრთხოებას. დღეს განვითარებულმა მოვლენებმა კი აჩვენა, რომ ხელისუფლება საქართველოში რუსული სტილის საზოგადოების ჩამოყალიბებას გეგმავს. პუტინის ავტორიტარული პროექტი რუსეთში სწორედ ერთ თემზე თავდასხმით დაიწყო, რომელიც ყველა მოქალაქის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით დასრულდა.


დღევანდელი ქმედებით ხელისუფლებამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა რუსეთისკენ და დაგვაშორა ევროკავშირს. სავალალოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ შეძლო საკუთარი პირობის შესრულება. მიუხედავად ამისა, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ბრძოლას ქვეყანაში ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლების დასაცავად.



ხელმომწერები:

საფარი

დემოკრატიის მცველები

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი

სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის

სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)

კომლის თემი Tsertili • წერტილი

ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)

ფრანკლინის კლუბი

რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი

თანასწორობის მოძრაობა

სოლიდარობის თემი

ღია სივრცე კავკასია (COS)

ჯიუტი Geut

ფემინა

მაისის მოძრაობა

ფემეა

ახალგაზრდა ფემინისტები

ჩართულობის და განვითარების ცენტრი

გურიის სამოქალაქო ცენტრი

Promote Georgia

უფლებები საქართველო

მწვანეები

ტალღა

ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ

რეპროდუქციული განათლების ჰაბი

თემიდა

GrlzWave

თავისუფალ მოქალაქეთა გაერთიანება

ყვარლის ევროკლუბი

აქტიური სამოქალაქო ინიციატივა

მიშგოვ ლარდა

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი

სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრი



Comments


bottom of page