top of page

ტენდერი სასტურმო მომსახურებაზე

ტენდერი ცხადდება პროექტის - „ინკლუზიური სამოქალაქო საზოგადოების კამპანია საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად" ფარგლებში, რომელსაც „დემოკრატიის მცველები“ საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.


მომსახურების მოწოდების ადგილი: საქართველო (კახეთი).

 

მომსახურების პერიოდი:

 

პირველი ნაკადი:


დაწყების თარიღი: 2023 წლის 24 ივლისი, 14:00 სთ-დან;


დასრულების თარიღი: 2023 წლის 28 ივლისი, 15:00 სთ.

 

მეორე ნაკადი:


დაწყების თარიღი: 2023 წლის 31 ივლისი, 14:00 სთ-დან;


დასრულების თარიღი: 2023 წლის 04 აგვისტო, 15:00 სთ.

 

მესამე ნაკადი:

 

დაწყების თარიღი: 2023 წლის 9 აგვისტო, 14 სთ-დან;

დასრულების თარიღი: 2023 წლის 17 აგვისტო, 15 სთ.


მომსახურების გაწევის პირობები: კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ: 20 ადამიანის (რაოდენობა ექვემდებარება ცვლილებას) მომსახურება ღამისთევით, სამჯერადი კვებით, ყავა/ჩაის შესვენებითა და 1 საკონფერენციო დარბაზით.

 

მომწოდებელთა მხრიდან უზრუნველყოფილი უნდა იყოს 18 ინდივიდუალური ნომერი, საიდანაც 16 - მოხდება ღონისძიების სტუმრების (ერთი ადამიანი) განთავსება, ხოლო 2 ნომერი შესაძლოა იყოს 2 ადგილიანი ნომერი ცალ-ცალკე საწოლებით.

შენიშვნა*

** საკონფერენციო დარბაზში უნდა იყოს: პროექტორი, დაფა - 2 ცალი, საკანცელარიო ნივთები, წყალი.

** საკონფერენციო დარბაზი და სასტუმროს ნომერები აღჭურვილი უნდა იყოს კონდიცირების სისტემით;

** კონკურსში მონაწილე ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს მსგავსი ტიპის მომსახურების გაწევის გამოცდილება;

** სასტუმროს ნომრებს უნდა გააჩნდეს ინდივიდუალური სველი წერტილი;

** სასტუმროში უნდა იყოს ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა;

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი

დოკუმენტები ქართულ ენაზე:

 

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი პირის რეკვიზიტები (საკონტაქტო პირის სახელი და გვარი, ტელეფონი, მისამართი, საბანკო რეკვიზიტები)
** ინვოისში (გათვალისწინებულ უნდა იქნას სამჯერადი კვების, თითო დღეზე 2 ჯერადი ყავა/ჩაის შესვენების, ღამისთევისა და საკონფერენციო დარბაზის ხარჯი) მომსახურება უნდა იყოს ნულოვანი (დღგ-ს გარეშე) გთხოვთ, შეთავაზება წარმოადგინოთ ეროვნულ ვალუტაში. ინვოისი უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული.

** სასტუმროს (საძინებლების, სასადილო ოთახის, საკონფერენციო დარბაზის) სურათები.

** კვების შეთავაზებას თან ახლდეს კერძების ჩამონათვალი.

** საბოლოო ხარჯთაღრიცხვაში მითითებული უნდა იყოს მომსახურების მიმღები პირების

სახელი და გვარები.

 

ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია:

** მეწარმე იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია;

** რეგისტრირებულია საქართველოში;

 

თანხის გადახდის პირობები:

 

ა) მომსახურების სრული ღირებულების გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, მომსახურების შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტის (საბოლოო ხარჯთაღრიცხვის) გაფორმების და ნულოვანი ანგარიშფაქტურის ატვირთვის შემდეგ, მაქსიმუმ სამი სამუშაო დღის ვადაში.

 

შემოთავაზება შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

1) ფასი და ხარისხის ფასთან შესაბამისობა;

2) მიწოდების ადგილი;

 

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ შემდეგ ელ.მისამართზე: kartlelishvili@demdef.org 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: kartlelishvili@demdef.org

დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 18 ივლისი 17:00 საათი, თბილისის დროით.
„დემოკრატიის მცველები“ დაუკავშირდება მხოლოდ იმ სასტუმროებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ მითითებულ სავალდებულო მოთხოვნებს.

bottom of page