top of page

ინფორმაცია მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ

12 ნაბიჯი სამართლიანი სასამართლოსკენ

აღწერა: პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სასამართლო სისტემის ფუნდამენტურ რეფორმებს სისტემაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე საჯარო განხილვის გზით. პროექტის ფარგლებში დემოკრატიის მცველების (DemDef) და საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივის (GDI) მიერ მომზადებული ერთობლივი დოკუმენტი შეეხება მოსამართლეთა უმაღლესი საბჭოს რეფორმის, სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევის, მოსამართლეთა სპეციალიზაციის, დისციპლინური სამართალწარმოების, საქმეების განაწილების, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმას და საქმეების გადასინჯვის საკითხებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო დისკუსიების მოწყობა სამართლის სკოლის სტუდენტებთან, აკადემიურ წრეებთან და მედიის წარმომადგენლებთან. პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში სასამართლო სისტემის რეფორმის ერთიან ხედვის განვითარებას.

დონორი: East-West Management Institute (EWMI)

ბიუჯეტი: 24,045.07 $

განხორციელების პერიოდი: 06/15/2023 - 12/15/2023

ინკლუზიური სამოქალაქო საზოგადოების კამპანია საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდასაჭერად

აღწერა: პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ფორმალური და არაფორმალური ჯგუფების მხარდაჭერა ინკლუზიური, კონსოლიდირებული, კოორდინირებული საინფორმაციო კამპანიის განხორციელებაში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად.

შემოთავაზებული პროექტი მნიშვნელოვანია ევროკავშირის მომავალი გადაწყვეტილების კონტექსტში საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსისთვის, 2024 წლის მოახლოებული საყოველთაო არჩევნებისათვის და კრემლის ეთნიკურ უმცირესობასა და უმრავლესობაზე მუდმივ ამავნე გავლენზე, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას.

დონორი: საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)

ბიუჯეტი: $ 95 300,00

პერიოდი: 01/07/ 2023 – 30/11/2023

არა რუსულ კანონს

აღწერა:  პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას „რუსული კანონის“ შესახებ, ასევე საინფორმაციო მასალების მომზადებასა და გავრცელებას კამპანიის მხარდასაჭერად - „არა რუსულ კანონს“. სხვა მასალებთან ერთად, პროექტი ფარავს საინფორმაციო ბარათების მომზადებას ჩვენი დასავლელი პარტნიორების განცხადებებზე დაყრდნობით.

 

დონორი: ღია საზოგადოება-საქართველო

ბიუჯეტი: $3,000.00

პერიოდი: 09/03/2023-09/05/2023

პრორუსული ძალების ადამიანური რესურსების, ინფრასტრუქტურისა და გავლენების შემცირება სამოქალაქო აქტივიზმის მეშვეობით

აღწერა: პროექტის მიზანია პრო-რუსული ძალების გავლენის, ადამიანური რესურსებისა და ინფრასტრუქტურის შესუსტება სამოქალაქო აქტივიზმის გამოყენებით. ამ მიზნით, ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო აქტივისტთა რეგიონული ქსელთან ერთად ხორციელდება არაერთი აქტივობა. მათ შორის, საჯარო შეხვედრები და საინფორმაციო კამპანია სოციალურ ქსელში და ა.შ.

 

დონორი: East-West Management Institute (EWMI)

ბიუჯეტი: $23,785.70

განხორციელების პერიოდი: 01/09/2022 – 31/03/2023

სამოქალაქო აქტივისტების გაძლიერება

აღწერა: პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო აქტივიზმით დაინტერესებული ახალგაზრდების გაძლიერებას კონკრეტული მიმართულებებით. კერძოდ: ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვის, საჯარო გამოსვლებისა და დებატების კულტურისა და მედიასთან კომუნიკაციის მიმართულებით. პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებმა, რომელბსაც გააჩნდათ საბაზისო განათლება არაძალადობრივი წინააღმდეგობის შესახებ, დამატებითი თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევები შეიძინეს ზემოხსენებული მიმართულებით.

 

დონორი: ღია საზოგადოების ფონდი - საქართველო (OSGF)

ბიუჯეტი: $5,970.00

განხორციელების პერიოდი: 21/04/2022 – 21/07/2022

ქართველი ხალხისგან

აღწერა: პროექტის მიზანია, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში ჩამოსული უკრაინელების დახმარება პირველადი საჭიროების ნივთებით. დემოკრატიის მცველების ოფისში პროექტის განხორციელების ეტაპზე იფუნქციენირებს ჰუმანიტარული დახმარების მიმღები პუნქტი, სადაც თავს იყრის საზოგადოების მიერ მოწოდებული პროდუქტი და მედიკამენტები. მიღებული დახმარება დახარისხების შემდეგ მიეწოდება უკრაინას ან ნაწილდება საქართველოში მყოფ უკრაინელებზე.

დონორი: ღია საზოგადოების ფონდი - საქართველო (OSGF)

ბიუჯეტი: $6,950.00

განხორციელების პერიოდი: 07/03/2022 – 07/06/2022

bottom of page