სტაჟირება დემოკრატიის მცველებში
„დემოკრატიის მცველები“ აცხადებს სტაჟიორთა მიღებას 3 მიმართულებით:
-
საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) – ორი ადგილი;
-
სოციალური მედიის მართვა - ორი ადგილი;
-
იურისტი - 2 ადგილი;
სტაჟირების ადგილი: თბილისი;
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე;
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 31 აგვისტო, 18 საათი;
საბუთების მიღების ფორმა: ელექტრონულად, მისამართზე: info@demdef.org; ელექტრონული ფოსტის საბჯექთში მიუთითეთ სასურველი ვაკანსია;
ანაზღაურებადობა: სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი, თუმცა მოიცავს სამომავლოდ დასაქმების შესაძლებლობას;
სტაჟირება: სტაჟირების პერიოდში სტაჟიორებს საშუალება ექნებათ აიმაღლონ ცოდნა და შეიძინონ პრაქტიკული გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით. მათ შორის, სტაჟიორებს მიეცემათ საშუალება გაიარონ პერიოდული თეორიული სწავლება და უშუალოდ იყვნენ ჩართულები პრაქტიკულ საქმიანობაში.
მოთხოვნები
სტაჟიორად შეიძლება შერჩეული იქნას 18 წელს მიღწეული პირი, რომელსაც მოეთხოვება:
-
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
-
ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
-
ინგლისური ენის ცოდნა (სოციალური მედიის მართვის მიმართულებით სტაჟირების მსურველებს);
-
იურიდიული მიმართულებით სტაჟირების მსურველი აუცილებელია იყოს იურისტი ან იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი;
-
სტაჟიორების მსურველი პირები უნდა იზიარებდნენ „დემოკრატიის მცველების“ ხედვას, მისიასა და ღირებულებებს.
სტაჟიორის ძირითადი მოვალეობები:
საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულება
-
მედიასთან კომუნიკაცია;
-
პრეს-კონფერენციების დაგეგმვაში მონაწილეობა;
-
ორგანიზაციის სახელით პრეს-რელიზების გავრცელება;
-
ორგანიზაციის ვებ-გვერდის მართვაში მონაწილეობა;
-
მედია-პროდუქტების შექმნა და განთავსება.
სოციალური მედიის მართვის მიმართულება
-
Facebook-ის და ინსტაგრამის ანგარიშის მართვაში მონაწილეობა;
-
Twitter მართვაში მონაწილეობა;
-
სოციალური მედიაში კამპანიების დაგეგმვაში მონაწილეობა.
იურიდიული მიმართულება
-
სამართლებრივი დოკუმენტების ანალიზი;
-
სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა;
-
სასამართლო დავების განხილვაში მონაწილეობა (დასწრება);
-
ადმინისტრაციული საქმეების წარმოება.
სტაჟიორის შერჩევის ეტაპები:
პირველი ეტაპი (18-31 აგვისტო)
დაინტერესებულმა პირმა ელექტრონულად, მისამართზე: info@demdef.org უნდა გამოგზავნოს:
-
CV
-
სამოტივაციო წერილი;
-
პირადობის მოწმობის ან პასპორტის სკანირებული ვერსია (ფოტო);
-
ქონის შემთხვევაში სოციალურ ქსელში საკუთარი ანგარიშის ბმული (Facebook, Twitter, Instagram).
მეორე ეტაპი (31 აგვისტო - 7 სექტემბერი)
ის კანდიდატები, რომლებიც წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე გადავლენ მეორე ეტაპზე, გაივლიან გასაუბრებას.