2024 წლის 27 ივნისს გამართულმა ევროპულმა საბჭომ, რომელიც ევროკავშირის 27 წევრი
ქვეყნის ლიდერს აერთიანებს, საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა
და დემოკრატიულ რეგრესზე სერიოზული წუხილი გამოხატა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების
ლიდერების შეფასებით, რუსული კანონის მიღება გასულ წელს ევროკომისიის მიერ
საქართველოსთვის მიცემული 9 ნაბიჯის შესრულების პროცესში ცალსახა უკუსვლაა.
9 ნაბიჯის შესრულება ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებასთან ერთად, ევროპულ
კავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობას წარმოადგენს.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, სიცხადე შეიტანოს თავის
განზრახვებში აღებული კურსის შეცვლის გზით, რაკი ეს საფრთხის წინაშე აყენებს
საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და „გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო
შეჩერებას გამოიწვევს". ამასთან, ევროპულმა საბჭომ ხელისუფლებას მოუწოდა, 2024 წლის
შემოდგომაზე უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და
დაასრულოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების,
სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ წარმოებული ფიზიკური
თავდასხმები, დაშინებები და მუქარა.
ევროკომისია შემოდგომაზე წარმოადგენს გაფართოების მორიგ ანგარიშს, რომელშიც სხვა
საკითხებთან ერთად შეფასებული იქნება საქართველოს მიერ ევროკომისიის მხრიდან
განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულება.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვის საფრთხე რეალურია, რასაც
ასევე ადასტურებს ევროკავშირისა და მისი წევრი-სახელმწიფოების მაღალი თანამდებობის
პირთა მიერ გაკეთებული განცხადებები. აღნიშნულის შემთხვევაში, ევროპული კავშირის ამ
გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, გვსურს კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ხელისუფლებას:
- გაიწვიოს რუსული კანონი და სხვა საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც
ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს და ღირებულებებს;
- არ აღუდგეს წინ საქართველოს მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობის ნებას, გახდეს
ევროპული ოჯახის წევრი, და გაუფრთხილდეს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ
თითოეულ მონაპოვარს;
- შეასრულოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი.
ხელმომწერები:
1. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
2. აღმოსავლეთევროპული ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის
3. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
4. დემოკრატიის მცველები
5. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
6. თბილისი პრაიდი
7. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
8. მწვანე ალტერნატივა
9. სამართლიანი არჩევნები (ISFED)
10. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
11. სასამართლოს გუშაგი
12. საფარი
13. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
14. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
15. საქართველოს ევროპული ორბიტა
16. საქართველოს მომავლის აკადემია
17. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
18. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
19. უფლებები საქართველო
20. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
21. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
22. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
23 წერტილი
24.თაობათა გაძლიერების ქსელი (GEN)
25.სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
Kommentare